ხმა
კატამონთან ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან..
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან..
2. პროექტის მთავარი იდია: ქართული დამწერლობის
განვითარების დიდი ხნის ისტორიის გაცნობა,
ძველი ქართული ანბანის შესწავლა.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს
შეუწყობს დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევა-ძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის
განვითარებას ძველი ქართული ანბანის შესწავლა მოსწავლეების ცოდნის
გამდიდრების წყარო იქნება.
4. პროექტის მიზნები:
პრობლემის განსაზღვრის;
ინფორმაციის მოძიების;
საქმიანობის ორგანიზების;
შემოქმედებითობის, შედეგების ანალიზის;
პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების
განვითარება.
“ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა
ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა
ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და მან შექმნა მწიგნობრობა ქართული.”
ქართული წერილობითი ძეგლები V საუკუნიდან გვხვდება. ქართულმა ანბანმა
ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გამოყოფენ ქართული
დამწერლობის განვითარების სამ საფეხურს:
მრგვლოვანს
ასომთავრულით შესრულებული ხელნაწერები მე-11 საუკუნის ჩათვლით
გვხვდება ( შემდეგ საუკუნეებში იგი რჩება ქვაზე წარწერებისა და ხელნაწერებში
საზედაო ასოების შესასრულებლად, რამაც განაპირობა მისი სახელწოდება
„ასომთავრული“ )
ნუსხური დამწერლობა გავრცელებულია მე- 9 საუკუნიდან
მე -19 საუკუნემდე.
მხედრული დამწერლობა, რომელიც დღემდე იხმარება, მე-10
საუკუნიდან ჩნდება.
ძველ ქართულ ანბანში იყო 38 ასო-ნიშანი. თანამედროვე ანბანში არ
იხმარება 5 ასო- ნიშანი.
მსოფლიოში დაახლოებით სამი ათასამდე ენა არსებობს, ანბანი მხოლოდ 14.
ერთ-ერთი მათგანია ქართული ანბანი.
1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროქტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
· ჯგუფთნ ერთად განსაზღვრავს თემასა და პრობლემას, რომლის
გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი.
· მკაფიოდ, ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს
· არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ
2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელების სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება
და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი
პრობლემა.
· შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ
იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა.
3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
· მარტივად გასაგებად აყალიბებს სათქმელს;
· პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს
სპეციალური ენობრივი საშუალებებით.
4. მოსწავლის ასაკი: 14 წელი
5. ვადები (ხანგრძლივობა): 1 თვე.
6. მოსალოდნელი შედეგები (რაც შეიძლება შეიქმნას მოსწავლეთა ძალებით).
შეიქმნება ბუკლეტი „უნატიფესი ენა ქართული“
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები, ფოტოაპარატი,
კომპიუტერი, ინტერნეტი.
8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქტივობა1 - გონებრივი იერიშის საშუალებთ, მასწავლებლის
დახმარებით, ირჩევენ პროექტის თემას: „ო, ენავ, ჩემო“
აქტივობა 2 - შემუშავდა პროექტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს
სხვადასხვა ღონისძიებას
აქტივობა 3 - სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
შედეგების მისაღწევად განხორციელებული აქტივობები:
1.ინფორმაციების მოძიება ქართული ანბანის შესახებ.
2.ინფორმაციის მოძიება მსოფლიოში არსებული 14 ანბანური დამწერლობის
შესახებ.
3.სცენარის დაწერა
4.ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,ო, ენავ ,ჩემო"
5.ასომთავრული და ნუსხური ანბანის შესწავლა
6.ღვანკითის სამების საყდრის წარწერის ამოკითხვა და კვლევა, წარწერაში
მოხსენიებული ამბისა და პიროვნებების შესახებ.
1.
2. ბუკლეტის გამოშვება
საქმიანობის გაწერა დროში: ერთი თვე.
საქმიანობის განმახორციელებელი:
1. ჯგუფის წევრები
2. პასუხისმგებელი მოსწავლე: ლიდერი
საქმიანობის შესაბამისი რესურსი:
ფორმატები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
· ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
· ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება
· პროექტის ხელმძღვანელი: ნ. ცელაძე
· ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nonaceladze5@gmail.com
ჰიმნი ქართულ ანბანს
აის ბაღს გაველ დავყნოსე
ელვარდ ვარდს ზამბახ თრთოლვითა
იშლიდა კოკობს ლალისფერს,
მზე ნამს ორთქლავდა პარვითა,
ჟღერდა რიჟრაჟი სოსანთა
ტიას უმღერდა ფრთოსანი
ქორფა ღილიან ყვავილებს
შურით ჩნდნენ ცვრიანოსანნი
ძირს წვეთდნენ ჭალა ხევები
ჯანღები ჰაეროსანი
რითაც სუდგმულობს ქართველი
მეცნიერი და მგოსანი
ტურფა სამშობლოს დიდება
ოცდაცამეტი მგოსანი.
ისევ ქართული ენის შესახებ
ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.
ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.
ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით ხოლმე.
ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს ,,დროების“, ,,ივერის”, ,,მოამბეს” და ,,ცნობის ფურცელის” ქართული, ეხლა კი - ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს.
ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”, სიროსტი”,,,ტუმანი” და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “ჟენოტდელი”,
“ჩისტკა”, “სოკრაშჩენიე”, “უბორკა”, “ბირჟა ტრუდა”, “სატრუდნიკი”, “მესტკომი”, “სოვრაბოტნიკი”, “ზემოტდელი”, “სანტრუდი” და ათასიამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.
ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით.გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.
აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას - მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი?
დაუჯერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.
თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას.მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი:
1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!)როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.
არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე. მიხეილ ჯავახიშვილი.

No comments:
Post a Comment