გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარი თემა
ადამიანი და გარემო
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნება, ისტ./ ნონა ცელაძე
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური/IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე/სსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილის ჩატარების აქტუალობა გამომდინარეობს ესგ- გათვალისწინებული კრიტერიუმებიდან.

         მოსწავლეს:

ü  გამოუმუშავოს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და სხავადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი.
ü  ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ ჩვევები.
ü  მიეცეს ჯანსაღი ცხოვრებების და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა.
ü  გაუჩინოს თანაგრძნობა ბუნებისა და შეაყვაროს იგი.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
§  მიიღებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას ადამიანის
          ბუნებაზე ზემოქმედების შესახებ.
§  გამოიკვლევენ და ახსნიან ადამიანის გარემოზე ზემოქმედების შედეგად გამოწვეული შედეგების დადებით და უარყოფით მხარეებს.
§  შეადარებენ და შეაჯამებენ არსებული და მოპოვებული ინფორმაციით მიღებულ ცოდნას.
§  განსაზღვრავენ ტექსტების ტიპოლოგიას, ერთი თემის ირგვლივ გაამთლიანებენ.
§  შეაფასებენ კითხვის ტექნიკას, ჯგუფების მუშაობას, მათ ნამუშევრებისა პრეზენტაციის ხარისხს.
§  განამტკიცებენ ურთიერთთანამშრომლობის, სხვისი აზრის მოსმენის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევებს.

§  ქართული ენ
              მოსწავლე აჯამებს , იგებს და გადმოსცემს ტექსტის შინაარსს. შინაარსის უკეთ გასააზრებლად სვამს კითხვებს. საუბრისას იყენებს სპეციალურ ლექსიკას. კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს უცხო სიტყვების მნიშვნელობას და განმარტავს.
       ამოიცნობს დაასახელებს წაკითხული ტექსტის შინაარსს.
             მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას. გამოარჩევს ძირითად ინფორმაციას და ტექსტის მთავარ სათქმელს.


§  ბუნებისმეტყველება
      მოსწავლე იკვლევს ინფორმაციას ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგებზე. ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს მოვლენას, გამომწვევ მიზეზს და მიღებულ შედეგს შორის. გაიაზრებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მნიშვნელობას ადამიანისთვის. აღწერს, ადარებს, ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების  დადებით და უარყოფით შედეგებს. აკეთებს შესაბამის დასკვნებს.


§  კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება-ძირითადი, მარტივი ოპერაციები.
    იყენებს ისტ-თან ურთიერთქმედების მოწყობილობებს. იყენებს შეტანა-გამოტანის მოწყობილობების ისტ-ის საშუალებების წარმატებით ფუნქციონირებისთვის. იყენებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ ან დამოუკიდებლად  ჩატარებული სასწავლო აქტივობისა ისტ-ის საშუალებებს.

წინარე ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ ქართულ ენაში :
ü  ტექსტის ტიპების გარკვევა (მხატვრული, შემეცნებითი...) კითხულობენ, ისმენენ სხვადასხვა ტიპის ტექსტს  შეგნებულად და გააზრებულად.
ü  მოსმენილი და წაკითხული ეპიზოდების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან. 
ü  სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტის შექმნა.

    ბუნებისმეტყველებაში ფლობენ:
ü  კვლევა -ძიების უნარ-ჩვევებს.
ü  შეუძლიათ გარემოზე დაკვირვება.
ü  მონაცემების შეგროვება.
შეფასების საგანი და კრიტერიუმები
მოსწავლეების შეფასება მოხდა წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით.

ასევე, მოსწავლეებმა:

ü  მიიღეს და გაანალიზეს ინფორმაცი ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შესახებ.
ü  გამოიკვლიეს და ახსნეს ადამიანის გარემოზე ზემოქმედების შედეგად გამოწვეული შედეგების დადებით და უარყოფით მხარეები.
ü  შეადარეს და შეაჯამეს არსებული და მოპოვებული ინფორმაციით მიღებულ ცოდნა.
ü  განსაზღვრეს ტექსტების ტიპოლოგია, ერთი თემის ირგვლივ გაამთლიანეს.
ü  შეაფასეს კითხვის ტექნიკა, ჯგუფების მუშაობა, მათ ნამუშევრებისა პრეზენტაციის ხარისხი.
ü  განამტკიცეს  ურთიერთთანამშრომლობის, სხვისი აზრის მოსმენის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევები.
ü  გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურად ჩაეთნენ, ხალისიანი და საქმიანი გარემო შეიქმნა.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო მასალა: IV კლასის სახელმძღვანელო, მარკერი, დაფა, პრეზენტაციის მოსამზადებელი ფურცლები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები.

ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია,
ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მასწავლებელი მოთელვის მიზნით პროექტორით აჩვენებს რამდენიმე სლაიდს თემასთან დაკავშირებთ.

მოლოდინის განსაზღვრა / გამოწვევა

     1)მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მითითებას გაიხსენონ შესწავლილი მასალა და  წინასწარ გამზადებულ ფურცლებზე შეავსონ სქემა --გმირის რუკას.   წინასწარ შექმნილ ჯგუფებს უნაწილებს შესაბამის დავალებებს. სადაც მოსწავლეები  ახასიათებენ ნაწარმოების პერსონაჟებს: შვლის ნუკრს, მონადირეს, დედა ირემს.  
    მუშაობენ ჯგუფში/7წთ/ პრეზენტატორები ნამუშევრებს წარადგენენ დაფასთან.

    2)მასწავლებელი აძლევს წყვილებს შემდეგ დავალებას  შეავსონ  T სქემა  ადამიანის საზიანო  და სასარგებლო ქმედება ბუნებაზე.
მუშაობენ  წყვილში-/5წთ/.
    სამუშაო გრძელდება ჯგუფში ირჩევენ ერთ სასარგებლო და ერთ საზიანო ქმედებას და მსჯელობენ  გამოწვეულ შედეგზე. საუბრობენ მათ გარშემო მომხდარ ამბებზე (ნადირობასთან, ტყის მოჭრასთან, მათი სოფლის მდინარის და გარემოს დანაგვიანებასთან დაკავშირებით). მასწავლებელი ეხმარება კითხვების დასმით.
 /2-2წთ--სულ 8წთ/.


ცოდნის  კონსტრუირება

    3) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიმულაციას-გასაუბრება შვლის ნუკრთან. ჯგუფის წევრები  უსვამენ შეკითხვებს  ,,შვლის ნუკრის“ როლში წარმოდგენილ მოსწავლეს და პირიქით. პასუხების გაცემის შემდეგ აფასებენ საუკეთესო შეკითხვას და პასუხს.
/2-2წთ---სულ 8წთ/


     4) მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს წინა გაკვეთილებზე შესწავლილი უსაფრთხო  ქცევის წესების გამომხატველ პიქტოგრამებს და თხოვს დააკავშირონ ისინი  შესაბამის  ქცევის წესებთან. ეცდებიან დახატონ  ვაჟა ფშაველას ,,შვლის ნუკრში“ აღმოჩენილი პრობლემის ამკრძალავი პირობითი ნიშანი.
ინდივიდუალურად მუშაობენ /7-წთ/

გამთლიანება / რეფლექსია
  5)გაკვეთილის შემაჯამებელი აქტივობა. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს თავი წარმოიდგინონ სხვადასხვა პერსონაჟის ადგილას: შვლის ნუკრი, დედა ირემი, თვითონ მოსწავლე და მიწერონ წერილი მონადირეს.
  წყვილში/7-წთ/
იცავენ წერილის წერისთვის დამახასიათებელ წესებს, წერილში გადმოცემენ საკუთარ  დამოკიდებულებას, შეხედულებებს და გრძნობებს მომხდარი ამბის და პერსონაჟების მიმართ.
საშინაო დავალების მიცემა. კედლის გაზეთისთვის მასალის მომზადება, თემა ბუნების დაცვა.
ბოლო 3 წთ. დაეთმობა შეფასებას.
ავსებენ თვითშეფასების კითხვარს, გამოხატავენ გაკვეთილზე  საკუთარი ჩართულობის მიმართ დამოკიდებულებას.  სურვილები, რომლებიც გაუჩნდათ დედაბუნებასთან დაკავშირებით ან მოწოდებები სახვა ადამიანებისადმი დაწერეს და მიაკრესნატვრის ხეზე“.

No comments:

Post a Comment